|
2022-10-21 17:26:36, 871 ნახვა
სამართალი
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ გამართულ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე ეუთო-ს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისის (OCEEA) და გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის (UNODC) ორგანიზებით, ვირტუალური აქტივების და კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ გამართულ ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, შეხვედრაზე, ვირტუალური აქტივებით ფულის გათეთრების რისკების იდენტიფიცირების, შეფასების და შემცირების თვალსაზრისით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობების თაობაზე ისაუბრა. ბაკურ აბულაძის განცხადებით, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა, მათ შორის, შეიქმნა სპეციალური დანაყოფი - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, შემუშავდა და გამოიცა ვირტუალური აქტივების მოძიება-ამოღების და პარალელური ფინანსური გამოძიების შესახებ ორი სახელმძღვანელო მითითება. ასევე, ვირტუალური აქტივების სერვისების მიმწოდებელ საერთაშორისო კომპანიებთან პირდაპირი თანამშრომლობის, საგამოძიებო პრაქტიკისა და პროკურატურის თანამშრომლების სწავლების საკითხებზე არაერთი აქტივობა გაიმართა. შეხვედრაზე დაიგეგმა დანაშაულთან დაკავშირებული ვირტუალური აქტივების მოძიებაზე და ამოღებაზე მომუშავე გამომძიებლების და პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, აღნიშნულ პროექტთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. მან მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება ვირტუალური აქტივების მეშვეობით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში, განიხილეს ვირტუალური აქტივების კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენებისა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ავლასთან დაკავშირებული რისკები. საუბარი შეეხო პროექტის ბენეფიციარების საჭიროებებსაც. გარდა ამისა, განიხილეს ვირტუალური აქტივების მეშვეობით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ქალაქ ვენაში გამართულ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)