16:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 16:37:01, 1117 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი აპრილში დანაღმეს და ახლა ისინი ტერორისტული თავდასხმების სერიას ამზადებენ

რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი ჯერ კიდევ აპრილში დანაღმეს და ახლა ჰესის სამთო საკეტებსა და საყრდენებზე სამუშაოებს აწარმოებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების სერიას ამზადებენ. 

"განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება კახოვსკის წყალსაცავის კაშხალი და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის ბლოკები. კაშხლის აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი - ძირითადი დანაღმვის სამუშაოები ჯერ კიდევ აპრილში განხორციელდა. 

მიმდინარე კვირაში კახოვის ჰესის საკეტები და საყრდენები დამატებით დანაღმეს. კაშხალზე დამონტაჟებულია 2 სამხედრო სატვირთო მძღოლის გარეშე. ორივე მანქანა სრულად არის დატვირთული ასაფეთქებელი ნივთიერებების ყუთებით.

თუ ეს გეგმები განხორციელდება, ათობით უკრაინული დასახლება, მათ შორის ხერსონი, დაზარალდება. ამ შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბები ბევრად გასცდება უკრაინის საზღვრებს და გავლენას მოახდენს შავი ზღვის მთელ რეგიონზე", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხერსონში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ მაშინ მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზად დაასახელა წყალდიდობის საფრთხე, რომელიც მისივე თქმით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე უკრაინელი სამხედროების იერიშს შესაძლოა გამოეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics