16:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 14:06:40, 1069 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ქუთაისში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ  ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში,  არასრულწლოვანს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა. მგზავრობის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა.

მეორე ბრალდებულმა თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 18 და 19 ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (იძულება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics