|
2022-10-21 13:25:56, 3410 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - ზელენსკი დღეს ყველაზე დიდი ქართველია, საქართველო გველვეშაპისგან იხსნა
აღსრულდა ის, რისთვისაც 10 წლის განმავლობაში თავგანწირულად ვიბრძოდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კრიმინალ ოლიგარქ ივანიშვილის ოჯახი დასანქცირებულია - ასე ეხმიანება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის დასანქცირებას. შალვა ნათელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, რომ დატოვონ პარლამენტი, რათა ისევ შექმნან ერთიან საკონსულტაციო ფორმატი და მოითხოვონ ხელახალი არჩევნები. "აღსრულდა ის, რისთვისაც ლეიბორისტული პარტია 10 წლის განმავლობაში თავგანწირულად იბრძოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კრიმინალ ოლიგარქ ივანიშვილის ოჯახი დასანქცირებულია. უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ის დღეს ყველაზე დიდი ქართველია. საქართველოს ხსნა გველვეშაპისგან არის მთელი მსოფლიოს და დემოკრატიული კაცობრიობის ამოცანა. მივმართავ, აშშ-ს მთავრობას და ევროპის კავშირსს, არ დააყოვნოს სანქციების გავრცელება ანალოგიურად უკრაინისა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი კრიმინალური ოჯახის მიმართ. რაც უფრო მალე მოხდება ეს, უფრო მალე გამოანათებს მზე ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. მივმართავ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, მოვიდა დრო გამოხვიდეთ მანდედან, დავსხდეთ ისე აქ, ერთიან საკონსულტაციო ფორმატში, ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები და ჩავატაროთ კოალიციური მთავრობის კონტურები. აი ამას ელოდება დღეს საქართველო და დემოკრატიული კაცობრიობა ჩვენგან",- ამბობს ნათელაშვილი. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)