|
2022-10-21 10:38:01, 1262 ნახვა
სამართალი
გურჯაანში, დამრიგებლის მხრიდან შვიდი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამართალდამცავებმა გურჯაანის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მეორე კლასელის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ფიზიკურად ჯერ თანაკლასელი გაუსწორდა, შემდეგ კი, კლასის დამრიგებელმა იძალადა. დედა-შვილი უწყებაში უკვე გამომკითხეს. "დამიბარეს, რომ გამოკვლევა დაიწყოს, რა მოხდა. თავისი თავი დამრიგებელმა თვითონვე გამოაშკარავდა, ვინ არის. ჰქონდა ამის უფლება? ამ კუთხითაც უნდა დაიწყოს გამოძიება", - ამბობს მოსწავლის დედა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც შესაძლო ძალადობის ფაქტს გულისხმობს. საქმეში ჩართულია სკოლის დისციპლინური კომიტეტიც. "მანდატურის სამსახურის და სკოლის დირექციამ აბსოლუტურად სწორად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რა უნდა ეკეთებინათ გააკეთა. მიმაჩნია, რომ მიდის მოკვლევა და ამან ხელია არაფერმა უნდა შეუშალოს და დაველოდოთ რა მოხდება. ეს შეიძლება იყოს - სიტყვიერი გაფრთხილება,შენიშვნის მიცემას, საყვედურს, სასტიკ საყვედურს", - განაცხადა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)