17:40 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 19:27:15, 1480 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე - უკრაინამ კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის

უკრაინამ კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ ივანიშვილის ოჯახისთვის უკრაინის მხრიდან სანქციების დაწესებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.

"„ეს არის შანტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ ეს კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის. ეს არ არის ის თამაში, რომელიც მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის. ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics