17:40 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 19:15:15, 1473 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს კიევის ქუჩაში სცემენ

გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩაში. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შანტაჟის და არა დასჯის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტი საქართველოში.

„ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ პატივი. თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. გონჩარენკო არის არასერიოზული კაცი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ დასკვნები უნდა გამოტანოს. ამ შანტაჟის და არა დასჯის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტი საქართველოში. გვაფრთხილებენ, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავებენ საკუთარ ნაბიჯებს უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ამის არავის ეშინია. არავითარი შანტაჟის და შიშის ქვეშ ჩვენ მეორე ფრონტს არ გავხსნით“. - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics