|
2022-10-20 17:33:32, 1795 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე უკრაინის მიერ ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე - ამის შემდეგ, ალბათ, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ
იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, არ არის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გასაკვირი. - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით,ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას,როდესაც, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ. „იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, არ არის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გასაკვირი და ყველაფერი გასაგებია. ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რადგან ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, სხვა სტრატეგიას მიადგნენ. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასეთ აბსურდულ დასაბუთებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაზე, არ ვიცი, შეიძლება, ომში მყოფი სახელმწიფო აძლევდეს თავს უფლებას და ამას ბედავდეს, მაგრამ არ მგონია, ნორმალურმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)