|
2022-10-20 16:03:44, 1687 ნახვა
პოლიტიკა
სიგნალი მკაფიოა - ივანიშვილი მთელი დედამიწის მტრის, პუტინის მოკავშირეა - მელია ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე
სიგნალი არის მკაფიოზე მკაფიო, რომ ბატონი ივანიშვილი არის მთელი დედამიწის მტრის, პუტინის მოკავშირე, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის დასანქცირებას. ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი არის ჩართული დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში, რის გამოც, მისი ოჯახი მოექცა სანქციათა სიაში. "ალბათ, ყველას მოეხსენება, მსოფლიოში და არა საქართველოში, ომში მყოფი პრეზიდენტი ზელენსკის გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება უსაფუძვლო და ის ეფუძნება კონკრეტულ ინფორმაციასა და ფაქტებს. როდესაც ზელენსკი იღებს ამ გადაწყვეტილებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ კონკრეტული პირები, რომელთაც მიტაცებული აქვს საქართველოს სახელმწიფო და მართვის სადავეები, მოექცნენ მკაცრი სანქციების ქვეშ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ შეთავაზების აღსრულებას, წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. პლუს, რაც პრეზიდენტ ზელენსკისთვის ყველაზე მტკივნეულია - ეს ოჯახი არის ჩართული დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში. სიგნალი არის მკაფიოზე მკაფიო, რომ ბატონი ივანიშვილი არის მთელი დედამიწის მტრის, პუტინის მოკავშირე. პუტინის ყველა მოკავშირე, მსოფლიოს დონეზე და მასშტაბით ექცევა დასავლური სანქციების ქვეშ და დადგა ის დღეც, როცა ეს გადაწყვეტილება მოვიდა ივანიშვილის ოჯახამდეც",- განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)