|
2022-10-20 15:37:28, 2280 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა
უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად. „დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ საპრეზიდენტო განკარგულებას სანქციების შემოღების შესახებ. მას შემდეგ, რაც სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსი ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება", - განაცხადა დანილოვმა. ეს გადაწყვეტილება სანქციებს უწესებს 2507 ფიზიკურ და 1374 იურიდიულ პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე და რუსეთის იურიდიული პირია. No7262022 დადგენილების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში არიან პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეები, სამხედრო პირები, რომელთა შორის არის პუტინის ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა. ამავე განკარგულებით დაწესებულია სანქციები რუსეთის იურიდიული პირების მიმართ. მეორე No7272022 განკარგულების მიხედვით კი, სანქციები უწესდება ოლიგარქებს, რომელთა შორის რომან აბრამოვიჩია.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)