|
2022-10-20 15:24:23, 1456 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - საქართველოს ზოგიერთ ელჩს, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი
რამდენიმე ვიზიტით ვიყავი პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, რამდენიმე ელჩს შევხვდი, ზოგიერთით ვიყავი აბსოლუტურად აღტაცებული, ზოგიერთს კი, ელჩად კი არა ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელისაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვა სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული საქართველოს ელჩების და მათი მუშაობის ეფექტურობის შესახებ დაუსვა. „ფაქტია, ვართ პატარა, ღარიბი ქვეყანა. ყველგან არ გვყავს ელჩი. ვიცით, რომ ზოგიერთი ელჩი რამდენიმე ქვეყანას ფარავს ერთდროულად, მაგრამ ისიც ფუფუნებაა, რომ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ბევრ ქვეყანაში ელჩებით არის წარმოდგენილი და წესით ისინი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და ყველანი სახელმწიფოს სამსახურში უნდა ათენებდნენ და აღამებდნენ. მე პირადად დიდი კვლევა არ ჩამიტარებია, რამდენიმე ვიზიტით ვიყავი პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, რამდენიმე ელჩს შევხვდი. ზოგიერთით ვიყავი აბსოლუტურად აღტაცებული და ვარ, ზოგიერთ ელჩს კი, ელჩად კი არა ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო. ნუ, ერთ-ერთი აღარ არის ელჩი ღვთის წყალობით. ამის გარდა, სხვადასხვა ელჩზე უამრავი ჭორ-მართალი მსმენია, რომ ზოგი ძირითად საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობით არის დაკავებული და ა.შ. მაგრამ ჭორებზე არ ვილაპარაკებ. მე მაინტერესებს, გაქვთ თუ არა რაიმე კრიტერიუმები, როგორ აფასებთ ვინ მუშაობს კარგად, ვინ მუშაობს ცუდად და ვინ რით არის დაკავებული. რა კრიტერიუმები გაქვთ, რომლითაც იტყვით, რომ ეს არის ყოჩაღი, იმსახურებს დაწინაურებას, ვიღაცა დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და ა.შ. მხოლოდ ჭორები რომ არ მესმოდეს ხოლმე სხვადასხვა ელჩთან დაკავშირებით", - განაცხადა ელისაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)