|
2022-10-19 12:26:02, 890 ნახვა
პოლიტიკა
„სამარცხვინო საქციელის მერე, კალაძე კიდევ ერთხელ დაემალა საზოგადოებას“ - საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიაში არ უშვებენ
თბილისის მერი დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომას განსხვავებული ფორმატით ატარებს. კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმდინარე სხდომის დატოვება მოსთხოვა და განაცხადა, რომ 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულიად შეცვალა, არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მთავრობის სხდომის პარალელურად, მერიის შენობასთან მისულები არიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. ისინი დილიდან ითხოვენ კახა კალაძესთან შეხვედრას და მათ კითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა უსაფრთხოების სამსახური შენობის შიგნით არ უშვებს. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, დღეს, მერი კიდევ ერთხელ დაემალა საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და პასუხგაუცემელი დატოვა კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს. "გუშინდელი სამარცხვინო საქციელის მერე, რაც კალაძემ ჩაიდინა და მართლა გაუგონარი სიბინძურე იყო ის სამარცხვინო პიარი. დღეს, კალაძე კიდევ ერთხელ დაემალა საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და პასუხგაუცემელი დატოვა კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს მთავრობის სხდომაზე. რატომ გააკეთა მან ეს? აი, მის დღის წესრიგს თვალი რომ გადავავლოთ, სადაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, პირველ საკითხად არის კონცერტის დაფინანსება, ხოლო მეორე საკითხად არის თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტის დაფინანსება, არის უბრალოდ ხალხის დაცინვა",- განაცხადა ნადირაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)