|
2022-10-19 12:08:24, 854 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი
13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს და სრულიად საქართველოს, - ამ სიტყვებით დაიწყო თბილისის მერმა, ტრაგიკული ამბის შემდეგ გამართული პირველი სხდომა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი მის მიმართ მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად არის "სრული სიმკაცრით აგოს პასუხი კანონის წინაშე". "რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. თქვენ იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუმცა კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი ან მკაცრი ვინმეს მიმართ. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და მინდა გავიმეორო, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალეულის წინაშე არის მერიის თანამშრომელიც. მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი რამ, რასაც ოდენი სიმშვიდის მოტანა შეუძლია",- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა სია, შესაძლოა, გაფართოვდეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)