11:01 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 16:18:59, 331 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში  საქართველოს საგარეო პოლიტიკის  უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
მინისტრებთან ერთად საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებს პარლამენტის წევრი თედო ჯაფარიძეც. როგორც მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო არ შექმნილა იმის გამო, რომ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პრობლემები აქვს. პირიქით, თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ  საგარეო მიმართულებით, 2014 წელი ძალიან წარმატებული იყო. მისივე განმარტებით, საბჭოს სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა  საგარეო პოლიტიკის მიმართულებით  უწყებებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია მოხდეს.
"მე პირადად არ მგონია, რომ ხელისუფლებას რაიმე პრობლემა ჰქონდა საგარეო მიმართულებით. პირიქით, მგონი ძალიან წარმატებული იყო ამ მიმართულებით გასული წელი.მოგეხსენებათ იქმნება საბჭო, ალბათ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მემგონი ეს არ არის ცუდი, პირიქით ეს ხელს შეუწყობს უწყებების  უფრო მეტ  კოორდინაციას, უფრო ეფექტურ მუშაობას და,  მემგონი,  საგარეო მიმართულება, საგარეო პოლიტიკა ის პოცესია, სადაც ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინაცია,  შეთანხმება, მეტი დებატები",-განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
კითხვაზე- იყო თუ არა აქამდე კოორდნაციის პრობლემა, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის  ამგვარი პრობლემა არ არსებობდა.
"ყოველ შემთხვევაში, რასაც მე პარლამენტიდან ვუყურებდი, მგონია, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის ამგვარი პრობლემა არ არსებობდა",-განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
ამასთან, თედო ჯაფარიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ  საგარეო უწყება გამართულად მუშაობს.
"საგარეო უწყება, რა თქმა უნდა, მუშაობს გამართულად, მაგრამ საბჭო იქმნება არა იმიტომ, რომ რომელიღაც უწყება, კონკრეტულად საგარეო არ მუშაობს კარგად, პირიქით, რომ  საგარეო უწყებამ, თავად საბჭომ, სხვა უწყებებმა უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად იმუშაონ",-განმარტა თედო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის,  საქართველოს საგარეო პოლიტიკის  უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. აღნიშნული საბჭო  შეიმუშავებს  რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ  და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები.   საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის  საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით. ახლადშექმნილ საბჭოს პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში კი შედიან- საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.  ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics