|
2022-10-18 14:24:27, 1263 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და სათანადოდ ვიმოქმედოთ
უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კახა ოქრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. „გოლდა მეირი ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო, 1969-1974 წლებში. ეს მისი, ფაქტობრივად ნახევარი საუკუნის წინ ნათქვამი სიტყვებია ისრაელზე, როცა ებრაელები თავიანთ ქვეყანას ნულიდან აშენებდნენ და რა აქტუალურია ეს სიტყვები ქართველებისთვის დღეს! აი, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება: „თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ, თუ გსურთ შექმნათ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიშის გრძნობა არ გექნებათ, მაშინ მხოლოდ ორი ნაბიჯი გადადგით : _________________ ხომ გასაგებია, რატომ შეძლეს ებრაელებმა უდაბნოში უძლიერესი ქვეყნის აშენება და ჩვენ იგივეს სამოთხეშიც ვერ ვახერხებთ?! ვინ არის საქართველოში კორუმპირებული, ე.ი. მოღალატე, ადვილი გამოსაცნობია - „ქართული ოცნება“, ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალით, ბიძინა ივანიშვილით სათავეში. გვინდა ისეთივე აყვავებული საქართველო, როგორიც ისრაელია, გვინდა ისეთი საქართველო, როგორი ისრაელიც გოლდა მეირს სურდა - მაშინ უნდა დავუჯეროთ მას, უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ!“,- ამბობს ოქრიაშვილი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)