|
2022-10-18 13:32:53, 1208 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ხალხმა იცის, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, ოჯახის მერე ყველაზე მეტად კალაძე განიცდის
კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნას. მისი თქმით, ხალხმა იცის, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის. "კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ რაღაცნაირად მოახდინოთ, რომ ეს გაანეიტრალოთ. არ გამოგივათ. სწორედ ამის დემონსტრირება იყო რაც თქვენ გააკეთეთ, ამ ტრაგედიის ფონზე მერისთან რომ მიაგზავნეთ ბავშვები, 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ, ეს არის თქვენი სახე, ხალხი არ დაგიდგათ გვერდში, იმიტომ, რომ ხალხმა იცის, რომ ის რაც მოხდა არის ტრაგედია, ის რაც მოხდა ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია, ამას გრძნობს ხალხი",- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე იყო მისი ორი თანატოლის მდგომარეობაც, თუმცა მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)