|
2022-10-17 16:21:03, 783 ნახვა
სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის ქალაქ ტარტუში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური გამოფენის (Annual Agricultural EXPO 2022) ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „ცირკულარული ბიოეკონომიკა - სურსათის მდგრად წარმოებაზე გადასვლის მექანიზმი“ პარალელურად გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ცირკულარული ბიოეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ბიოეკონომიკის განვითარებისა და სათბური აირების ემისიების შემცირების გზით, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის მნიშვნელობის საკითხს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ხე-ტყის ნარჩენების სადემონსტრაციო ბიოგადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)