|
2022-10-17 13:29:52, 1212 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვა საჭირო გახდეს. როგორც ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამჟამინდელი სავიზო რეჟიმი რუსეთთან საკმაოდ ლიბერალურია, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. "მე მგონია, რომ მეტი კომუნიკაცია და ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოებს, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საკითხი და საფრთხე გათვალისწინებულია ხელისუფლების მიერ და ყელა ზომები მიღებულია. ასევე გამორიცხული არ არის რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი გადასაწყვეტია ხელისუფლების მიერ",- აცხადებს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს. მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლევან დიასამიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)