|
2022-10-16 18:21:36, 1794 ნახვა
ომი უკრაინაში
The Washington Post - ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები
ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები. - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს. მათივე თქმით, 18 სექტემბერს თეირანმა ოფიციალური პირები გაგზავნა რუსეთში დამატებითი იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმებების დასასრულებლად. "აშშ-ის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანი ამზადებს Fateh-110 -ისა და Zofaghar-ის, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების პირველ პარტიას, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დარტყმა 300 და 700 კილომეტრის მანძილზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)