|
2022-10-15 12:17:28, 1684 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 725 მილიონი დოლარის გამოყოფა დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 725 მილიონი დოლარის გამოყოფა დაავალა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ბაიდენის თქმით, აღნიშნული თანხით თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯები დაიფარება. მისივე თქმით, თეთრი სახლი მუშაობს უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „ნასამსების“ მისაწოდებლად. პენტაგონის ცნობით, ახალ პაკეტში შევა „ჰაიმარსის“ საარტილერიო-სარაკეტო სისტემისთვის დამატებითი საბრძოლო მასალები, 23 000 ერთეული საარტილერიო ჭურვი, 5 000 ერთეული დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რადიოლოკაციური რაკეტები, 200-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2021 წლის იანვრის შემდეგ სამხედრო დახმარების სახით 18,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოუყო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)