|
2022-10-14 21:41:09, 1226 ნახვა
პოლიტიკა
მურადაშვილი - ამ დრომდე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე ადამიანია გამოკითხული
ამ დრომდე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე ადამიანია გამოკითხული. - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამოღებულია ყველა ის დოკუმენტაცია, რაც შემხებლობაში იყო პროექტთან. "დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა - დაახლოებით 100-მდე პირია ამ ეტაპზე დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიის და თბილისის საქალაქო სამსახურიდან, ეს დოკუმენტაციაა საპროექტო, სამშენებლო, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შემხებლობაშია აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან, თუ დაპროექტებასთან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)