|
2022-10-14 21:11:39, 963 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიას“ იმისთვის იყენებს, რომ „ჩაწერილი“ წინადადებები სხვადასხვა რეზოლუციაში შეაპაროს
„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიას“ იმისთვის იყენებს, რომ „ჩაწერილი“ წინადადებები სხვადასხვა რეზოლუციაში შეაპაროს. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამას შეჩვეული არიან. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოყენება იმისთვის, რომ რაღაც ვიწროპარტიული ინტერესები იყოს ჩადებული, ყოველგვარ პოლიტიკურ ეთიკას სცდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირე პარტიები იყვნენ ჩართული და საბოლოო ჯამში, ამ რეზოლუციას ჩრდილიც მიაყენეს იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა დადასტურებული აქვს თავად ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ და სააკაშვილს პირდაპირ ხელი დაადეს, როგორც ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სამართლიანი სასჯელი არ აღსრულებულიყო გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო მომენტი არ არის, როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. ჩვენ ამას „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეჩვეული ვართ. მათთვის ქვეყნისა და საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როცა საუბრობენ საკუთარ ლიდერზე. ეს გასაგებია და აქაც სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტიას“ იყენებს იმისთვის, რომ ასეთი „ჩაწერილი“ წინადადებები შეაპარონ სხვადასხვა რეზოლუციაში“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა და მათ გათავისუფლება მოითხოვა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)