|
2022-10-14 18:46:05, 846 ნახვა
პოლიტიკა
სამოქალაქო აქტივისტები - ორშაბათს დილის 9 საათიდან ვიქნებით მერიასთან და კალაძე აუცილებლად გადადგება
ორშაბათს დილის 9 საათიდან ვიქნებით აქ და კალაძე აუცილებლად გადადგება. - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტებმა ერთობლივ განცხადებაში ისაუბრეს. მათივე თქმით, ყველა ადამიანი სათანადოდ უნდა დაისაჯოს ვისი პასუხისმგებლობახ არსებობს. "პირველ რიგში, მწუხარებას გამოვხატავთ დაღუპული ბავშვის გამო. საშინელება მოხდა. იმდენად საშინელება მოხდა, რომ სიტყვებიც ძალიან რთულია, იპოვო ამ სიტუაციაში. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, დღეს აქ გამოვედით რომ დავაანონსოთ, რომ ორშაბათს დილის 9 საათიდან ვიქნებით აქ, მერიის მთავარ შესასვლელთან, რათა გავაპსოტესტოთ ეს უმსგავსობა რათა მივუთითოთ და მოვთხოვოთ მერს და მერიის კონკრეტულ თანამშრომლებს, რომ აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თქვან, რომ დამნაშავეები არიან თვითონ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)