|
2022-10-14 14:49:27, 2361 ნახვა
ეკონომიკა
ბეჭდების მრავალფეროვანი არჩევანი Time-ში
როგორც წესი, ქალებისთვის სხვადასხვა სახის სამკაულის ტარება, ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მამაკაცები სხვადასხვა სამკაულს სტილის მიხედვით, ხშირად ერთსა და იმავე ნივთს ერთგულად ატარებენ ხოლმე. თუ თქვენთვის ბეჭდები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, კოლექციის გასაახლებლად გირჩევთ Time-ს ესტუმროთ. ყოველდღიური გამოყენებისთვის სამკაულების შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. მაგალითად, როდესაც საყურეს ან ყელსაბამს ყოველდღიურად ატარებთ, შესაძლოა მათი მუდმივი ცვლილების საჭირობა ვერც დაინახოთ, რადგან თავად მათ ხშირად ვერ ხედავთ და მობეზრების ფაქტორიც ნაკლებია. განსხვავებული ვითარებაა ბეჭდებთან მიმართებით, რა თქმა უნდა თუ ცივ ზამთარში ქუჩაში ხელთათმანებით არ დადიხართ, როგორც წესი ბეჭდები თქვენი თვალისთვის დღის ნებისმიერ მონაკვეთში მარტივად და ხშირად შესამჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საყვარელი ბეჭედი შესაძლოა აჩემებული გქონდეთ და მუდამ გეკეთოთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის მაინც მოგბეზრდებათ და ახლის ძიებას დაიწყებთ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ თითები გარშემომყოფებისთვისახ და თქვენთვისაც მუდამ მარტივად შესამჩნევია, კალმით წერის დროს, კლავიატურის გამოყენებისას, სმს შეტყობინების წერისას თუ უბრალოდ საოჯახო საქმის კეთების დროს. თუ სწორედ ახლა გაქვთ ის მომენტი, როდესაც ახალს, განსხვავებულს და ლამაზს ეძებთ, მრავალფეროვანი ბეჭდების კოლექციას time-ის მაღაზიათა ქსელში აღმოაჩენთ. კერძოდ, Time-ში წარმოდგენილია ფრანგული Maison De La Bijouterie-სა და L'atelier Précieux-ის, აგრეთვე იტალიური Ti Sento-ს ცირკონის თვლებით მოჭედილი უმაღლესი ხარისხის ვერცხლისა და მოოქროვილი ბეჭდები, რომლებიც ასევე ფირუზისფერი, ვარდისფერი, წითელი, ლურჯი და სხვა ფერადი, ლამაზი და ხალისიანი დეტალებითაა გაფორმებული. თაიმი ასევე ბრიტანული ბრენდის, Ania Haie-ს ოქროს ბეჭდებსაც გთავაზობთ, ბრილიანტის ქვებითა და მათ გარეშე, რომლებიც თავისი სადა ვიზუალის გათვალისწინებით, ნიშნობის ან ქორწინების ბეჭდებადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეხვდებით მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდის, Pandora-ს ბეჭდების მრავალფეროვან არჩევანსაც. საერთო ჯამში კი, Time-ში შეხვდებით პომპეზურ, თვალშისაცემ დიდთვლიან ბეჭდებსაც, ისევე როგორც სადა, მარტივ და მსუბუქი დიზაინის მოდელებს, რომლებიც თქვენი თითების სინაზეს უფრო მეტად გაუსვამს ხაზს. რაც შეეხება ფასებს, ამ თვალსაზირისით არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, გასაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბეჭდები სხვადასხვა წამახალისებელი აქციებითა და ფასდაკლებებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ. Time-ში ბეჭდების ღირებულება 60 ლარიდან იწყება და 1,225 ლარამდე ადის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევანი ყველა გემოვნების, სტილისა და რაც მთავარია, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებლისთვის საკმაოდ მრავალფეროვანია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)