|
2022-10-14 13:27:16, 1033 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, მაგრამ ღმერთის იმედით ჩვენ ამ გზას მშვიდად გავივლით
ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო მშვიდად გადის ამ განსაცდელს. „დღეს რთული დრო არის მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, სამყარო, მაგრამ მადლობა უფალს, ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი,"- განაცხადა პრემიერმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)