19:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 11:28:13, 1094 ნახვა

საზოგადოება
დევი მეზურნიშვილი - სამი ბავშვი იყო შადრევანში უგონო მდგომარეობაში, რაც შევძელი გავაკეთე - ორი გამოვიყვანე

სამი ბავშვი იყო შადრევანში უგონო მდგომარეობაში. რაც შევძელი, გავაკეთე - ორი ბავშვი გამოვიყვანე. სანამ ორი გამოვიყვანე, მესამის გამოყვანა დაგვიანდა, - ამის შესახებ მებაღე დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი თქმით, შადრევნიდან ამოყვანილ ბავშვებს პირველადი სასწრაფო დახმარება ადგილზე მყოფმა ხალხმა გაუწია.

"უამრავი ადამიანი იყო, მაგრამ არავინ ჩასულა, ალბათ, ყველას შეეშინდა. მე იმ მომენტში არც მიფიქრია, რომ იქ დენი იყო. რომ ჩავედი, მივხვდი, რომ მეც დენმა დამიჭირა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. სამი ბავშვი იყო შადრევანში უგონო მდგომარეობაში. რაც შევძელი, გავაკეთე - ორი ბავშვი გამოვიყვანე. მესამის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რის გამოც ძალიან ვწუხხვარ. მასაც გავუწიეთ პირველადი დახმარება. ხალხი ცდილობდა ყველაფერს, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა, როგორც ჩანს. სასწრაფოც მალე მოვიდა. შადრევანიც მალე გამოირთო. ორი ბავშვი სანამ გამოვიყვანე, მესამის გამოყვანა დაგვიანდა", - უთხრა "ტვ პირველს" დევი მეზურნიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics