19:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 13:51:21, 771 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი და კობა გვენეტაძე სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი  და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, განსაკუთრებით, ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით. 

ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ მართებულად არის მიმართული.

ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს და მისიის თითოეულ წევრს, ასევე, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics