|
2022-10-13 10:36:28, 701 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა
„თუკი ვინმეს სურს სასჯელის გადავადება – სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები – ამისთვის უნდა მიმართონ სასამართლოს. ბუნებრივია, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედის" ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ დასმულ კითხვაზე. რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნათლად აჩვენებს, რომ კანონი არის ზედმიწევნით დაცული და ყველა მოქმედება ხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით. „თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ მას გადაუვადდეს სასჯელი მკურნალობის მიზნით, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი – აქ საუბრობენ ექიმები და საუბრობს სასამართლო. ჩვენ მათ ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამ კითხვებზე არ გვაქვს პოლიტიკური პასუხები და ვამბობთ, რომ მტკიცედ სამართლებრივი ხაზით უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)