|
2022-10-12 22:25:24, 863 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ჟინ-პიო კიმს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირებზე და გამოიხატა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის. „შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია კორეის რესპუბლიკის გამოცდილებითა და საუკეთესო პრაქტიკით ლოჯისტიკური ინდუსტრიის, „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების, სტარტაპების განვითარების მიმართულებებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2022 წელს აღინიშნება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რუანდაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეა იმართება“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)