04:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 16:45:29, 718 ნახვა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში. ვიზიტის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდსეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული პროდუქტიული და ეფექტიანი თანამშრომლობა.

როგორც ცნობილია, ახლახან აღინიშნა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელი, ასევე, საქართველო ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA), როგორც დონორი სახელმწიფო.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის გაწეული ამ მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე სხვადასხვა სექტორში. განსაკუთრებით, აღინიშნა მსოფლიო ბანკის დახმარების მნიშვნელობა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

საუბარი შეეხო პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, რეგიონში არსებული გამოწვევების პირობებში ეკონომიკის აღდგენის დინამიკას, 2022-2023 წლების ფისკალური პოლიტიკის საკითხებს. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად, გააგრძელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რომელთა შორისაა: სახელმწიფო ფინანსების მართვის, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და სხვა.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ისევე, როგორც ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics