|
2022-10-12 12:07:16, 1184 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - ლუგანსკში უკრაინელები წინსვლას აგრძელებენ, დამპყრობლები სწრაფად აშენებენ თავდაცვის სისტემას
ლუგანსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ წინსვლას, დამპყრობლები ცდილობენ სწრაფად შექმნან მრავალ ფენიანი თავდაცვის სისტემა, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. გაიდაიმ დასძინა, რომ ლუგანსკის რეგიონში მობილიზებული რუსების გარკვეულ რაოდენობას აქვს საბრძოლო გამოცდილება. ეს კატეგორია პირველ ხაზზეა გადაყრილი. ასევე, მისი თქმით, დამპყრობლების ნაწილი იმალება კერძო სახლებში, რათა დაჯდეს ან შემდეგ ჩაბარდეს და სახლში წავიდეს რუსეთის ფედერაციაში. ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაციის დაწყების შესახებ. 9 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინულმა ძალებმა 7 დასახლება გაათავისუფლეს. 11 ოქტომბერს გაიდაიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის არმიის წინსვლა ლუგანსკის რეგიონში გაგრძელდება , მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ხარკოვის რეგიონში, რადგან რუსულ ჯარებს მომზადების დრო ჰქონდათ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)