|
2022-10-12 10:42:20, 425 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძემ მონაწილეობა ICAO-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო
მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 41-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. ღონისძიებაში ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მიიღო. პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა კოვიდ პანდემიის შემდეგ ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის ტემპებსა და ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. ასევე, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ICAO ეფექტიან ზომებს მიიღებს ორგანიზაციის იმ წევრების მიმართ, ვინც ჩიკაგოს კონვენციას არღვევს. ,,წელს, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების კუთხით ჯამურად ყველა აეროპორტში 95 %-იანი აღდგენა გვაქვს. სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, ამავე დროს ჩვენთვის ფრენებისა და საავიაციო უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით კი საქართველოს ბოლო წლებში ნამდვილად აქვს პროგრესი და ეს ICAO-ს წინა ასამბლეაზე მინიჭებული ორი სერტიფიკატითაც დადასტურდა. 2022 წელს, საქართველომ მიიღო საავიაციო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომავალ სამ წელზეა გათვლილი და შესაბამისობაში მოდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ პარტნიორის გეგმასთან,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. ICAO-ს გენერალური ასამბლეა სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება და მას ორგანიზაციის საბჭო იწვევს. კოვიდ პანდემიის შემდებ ასამბელა წელს პირველად შეიკრიბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს წევრად ხელახალ არჩევნებზე არ აურჩევიათ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)