05:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 22:01:14, 819 ნახვა

ზელენსკი - აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს რუსეთის ენერგეტიკული სექტორი

აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს რუსეთის ენერგეტიკული სექტორი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ასეთ ნაბიჯებს შეუძლია მშვიდობის მოახლოება, რადგან აიძულებს ტერორისტ სახელმწიფოს, იფიქროს მშვიდობასა და ომის უსარგებლობაზე.

"აუცილებელია, ასევე ვაღიაროთ აშკარა ფაქტი – ამ მომავლის არმქონე რუსეთის ხელმძღვანელთან არ შეიძლება, გაიმართოს დიალოგი. საუბარი შეიძლება, შედგეს რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან, რომელიც აღიარებს გაერო-ს წესდებას, ადამიანურობის ძირითად პრინციპებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას ან სხვა კონფიგურაციაში ისე, რომ მთავარ ტერორისტს არ ჰქონდა საშუალება, ტერორის წყალობით, გავლენა მოახდინოს საკვანძო გადაწყვეტილებებზე. ახლა ერთი ადამიანი ბლოკავს მსოფლიოს და ეს ადამიანი მოსკოვშია". - ნათქვამია განცხდებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა.

მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics