|
2022-10-11 21:13:45, 851 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოსა და რუმინეთს ძალიან ინტენსიური, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ. მისივე თქმით, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პრეზიდენტების მიერ, მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს და იმ თემებს, რომელიც საქართველოსთვის და საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ეს არის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია, რუმინეთის მხარდაჭერა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მიმართულებებში. „პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებს. რუმინეთი კვლავ და კვლავ რჩება საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად როგორც შიგნით ევროკავშირში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რუმინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყოველთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, აფიქსირებს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციებს და არის იმ პოზიციის ერთგული, რომელიც მან განსაზღვრა საქართველოსთან მიმართებაში, რადგან რუმინეთი თვლის, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვმდებარეობთ ერთ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში და სწორედ შავი ზღვაა ის გეოგრაფიული არეალი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპასთან, ევროკავშირთან და არის ჩვენი ბუნებრივი საზღვარი ევროკავშირთან. გამომდინარე აქედან, რუმინეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასევე მხარდაჭერილია ევროკავშირში და ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივების მიერ. ეს არის სწორედ დაკავშირებადობა და ენერგეტიკული პროექტები ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პროექტები განხორციელდება და ჩვენი მოსახლეობა კონკრეტულად იგრძნობს იმ ბენეფიტებს, რომლებიც ექნება სწორედ ამ პროექტებს და იქნება მათი შედეგი. როგორც აღვნიშნე, რუმინეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და რუმინეთი ყოველთვის აფიქსირებს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)