|
2022-10-11 13:42:22, 972 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც გვერდით ედგა ქვეყანას, მათთვის მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც წინა ხაზზე გამოვიდა
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც სახელმწიფოს გვერდით იდგა და მიუღებელი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც წინა ხაზზე გამოვიდა. „კანონი, რომელიც უკრაინას აქვს და რომელზეც ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ტაშს უკრავდა მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოსთან მიმართებაში თურმე არ უნდა იქნეს მიღებული, ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე. ადამიანზე, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ბატონი ივანიშვილი მანამდეც ამ ქვეყანას გვერდით ედგა და ინსტიტუციებს აძლიერებდა, უბრალოდ მათთვის მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც წინა ხაზზე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ქვეყანას ექნება დემოკრატიული მომავალი“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)