|
2022-10-10 21:23:38, 1134 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ბუქარესტში, „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. პრეზიდენტს „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა, საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ. რუმინეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტს როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დანიშნულება აქვს. მისივე განმარტებით, ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტები ხელს აწერენ დოკუმენტს – ერთობლივ დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. „რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერია. Ჩვენ 2019 წელს აღვნიშნეთ ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავი, ხოლო წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდამეათე წლისთავს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს რუმინელ კოლეგასთან, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან. საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე ეწვევა რუმინეთის საპორტო ქალაქ კოსტანცას“, – განაცხადა რუმინეთში საქართველოს ელჩმა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)