|
2022-10-10 18:21:08, 1145 ნახვა
პოლიტიკა
რეზნიკოვი - უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ამას გააკეთებს
უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ამას გააკეთებს.- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკს რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით,რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის საზენიტო და სარაკეტო სისტემების მიწოდება - დაიცავი ცა უკრაინის თავზე. "ჩვენ მტერი მიიჩნევს, რომ სარაკეტო დარტყმები ეფექტური შემაკავებელია. ეს ასე არაა. ეს არის ომის დანაშაულებები. დაუღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ამას გააკეთებს. რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის საზენიტო და სარაკეტო სისტემების მიწოდება - დაიცავი ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)