|
2022-10-09 17:29:21, 4246 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია
„არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო. თუ რამე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მოსმენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს ბევრი ჰაკერული ორგანიზაცია, რომლებსაც შეუძლიათ მოსმენა და მონაცემთა ბაზების მოპარვა. "მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი - ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ, რომ დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების. ძალიან მარტივი არის, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მაგალითები გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)