16:42 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-08 17:17:08, 1267 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - სააკაშვილს არაფერი ესაჭიროება, რაც ხელმიუწვდომელია საქართველოში

არა მგონია, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა ლოგიკური იყოს. - ამის შესახებ  „ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს ისეთი არაფერი ესაჭიროება,
რაც ხელმიუწვდომელია საქართველოში.

"ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტი თუ ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება გარკვეული მკურნალობა, რომელიც შეიძლება გაიწეროს. მას არ უთქვამს, რომ ეს მკურნალობა არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს. არც ის გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება იყოს ისეთი პროცედურა, რომლის განხორციელებაც საქართველოში შეუძლებელია. არც ერთი უთქვამს, არც - მეორე. მგონია, რომ საკითხის ბოლომდე გარკვევას უნდა დაველოდოთ და შემდეგ ვთქვათ კვალიფიციური პასუხები, ვიდრე წინასწარ შთაბეჭდილებებზე ვისაუბროთ, რასაც აზრი არ აქვს. მქონია კვალიფიციურ ადამიანებთან ამ საკითხზე მსჯელობა და გამირკვევია, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი ისეთი არ შეიძლება ესაჭიროებოდეს ახლა, რაც ხელმიუწვდომელია საქართველოში ან ხელმიუწვდომელია „ვივამედში“ სადაც ახლა იმყოფება. არა მგონია, ახლა ვისაუბროთ მის უცხოეთში გადაყვანაზე, ეს არ არის ლოგიკური“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics