|
2022-10-07 19:37:52, 1620 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარით გაიზარდა. პრიორიტეტები, რომელიც დასახული იყო, კერძოდ, სოციალური პირობები ჯარისკაცისთვის რჩება და არ გადავუხვევთ ამ პოლიტიკას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი იგივე პრინციპით გადანაწილდება და კვლავ პრიორიტეტად რჩება ჯარისკაცისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. „ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ჯარისკაცზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევასუსტებთ შეიარაღების მიმართულებას. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები დავისახეთ. პარტნიორების რეკომენდაციით ჩვენ დავსახეთ საშუალო და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც 10- წლიან პერსპექტივას გულისხმობს, რასაც გეგმაზომიერად მივყვებით. გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენ იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)