10:32 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 18:02:36, 569 ნახვა

ნიკოლოზ სამხარაძე - პრემიერს პრაღაში კარგი შეხვედრები ჰქონდა, ეს შესაძლებლობაა, რომ ურთიერთობები მაღალ დონეზე შენარჩუნდეს

ვინაიდან ეს არის ევროპული ქვეყნების გამაერთიანებელი პლატფორმა, ამ გაერთიანებაში ჩვენი მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, პრაღაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საუბრისას განაცხადა.

სამხარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პრაღაში შეხვედრები დამატებითი შესაძლებლობაა, ურთიერთობების მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად.

„ეს არის ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობის თაობაზე ახალი ფორმატი, რომლის კონტურებიც პრაღაში გამოიკვეთა. ჯერ დანამდვილებით არ ვიცით, საბოლოოდ, რა სახეს მიიღებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატის გამოყენება ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციისთვის. გუშინ სწორედ ასეთი შესაძლებლობა იყო, პრემიერ-მინისტრს ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. როგორც ვხედავთ, ამ პლატფორმას ჯერ აქვს ის მნიშვნელობა, რომ თანამოაზრე ქვეყნები ერთმანეთს დააახლოოს. ეს ფორმატი უშუალოდ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის პირდაპირ მექანიზმად ვერ დავაკავშიროთ, მაგრამ გუშინ პრეზიდენტმა მაკრონმა საინტერესო რამე თქვა – ევროპა ეს არის ისლანდიიდან კავკასიის კონტინენტი ჩათვლით და ამ ქვეყნებს საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ამ შეხვედრას ევროპიდან მხოლოდ ორი ქვეყანა არ ესწრებოდა – რუსეთი და ბელარუსი. ვინაიდან, ეს არის ევროპული ქვეყნების გამაერთიანებელი პლატფორმა, ამ გაერთიანებაში ჩვენი მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა სამხარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics