|
2022-10-07 15:09:24, 759 ნახვა
გია ცაგარეიშვილი ლომჯარიას - ხომ არ გიფიქრიათ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და კონკორდატის გაუქმება მოგეთხოვათ
ამ ხუთი წლის მანძილზე სანამ თქვენ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ როდესმე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ და მისი გაუქმებისთვის შეგეტანათ პირდაპირ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - ამ კითხვით მიმართა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე. ცაგარეიშვილი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს სახალხო დამცველი საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და როგორია მისი თანამედროვე როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და ჩამოყალიბების საქმეში. „ქალბატონო ნინო გთხოვთ, ბოლომდე გულწრფელი იყოთ და იქნებ ერიც და ბერიც პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეხლა გვისმენს ჩვენ და თქვენც მოგისმენთ, დაფიქრდეთ კარგად და გულწრფელად გამცეთ ამ კითხვაზე პასუხი, ამ ხუთი წლის მანძილზე სანამ თქვენ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ როდესმე, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ და მისი გაუქმებისთვის შეგეტანათ პირდაპირ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. რა ბედენაა ერთ ნაკვეთზე დავა ეკლესიასთან, ხომ არ გიფიქრიათ ამაზე, რომ პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება, რომელიც მრავალი წლის უკან დაიდო სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას შორის. და კიდევ ერთი კითხვა - რას ფიქრობთ საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და როგორია მისი თანამედროვე როლი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და ჩამოყალიბების საქმეში. ვფიქრობ, რომ საკმაოდ გულწრფელად დასმული კითხვაა და ველოდები თქვენგან გულწრფელ პასუხს“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)