|
2022-10-07 14:16:11, 1206 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე ლომჯარიას - „ოცნება“ და თქვენ საბჭოთა კავშირში რომ ყოფილიყავით, დაგხვრეტდნენ
"ოცნებაში" დაწერილი კითხვები ჩამოარიგეს, ოღონდ შეეშალათ მისამართი, ცოტა ადეკვატური კითხვის დამსმელები უნდა შეერჩიათ, - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ომბუდსმენის მისამართით დასმული შეკითხვები. გოცირიძის თქმით, ნინო ლომჯარიას საბჭოთა კავშირში რომ ეცხოვრა, დახვრეტდნენ, ვინაიდან მაგ დროს ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი "ხალხის მტრად მოიაზრებოდა". "ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნებაში" დაწერილი კითხვები ჩამოარიგეს, ოღონდ შეეშალათ მისამართი, ცოტა ადეკვატური კითხვის დამსმელები უნდა შეერჩიათ. მათი მიზანია თქვენი ლანძღვა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ფლანგზე ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდება, რომელსაც სინდისი შეაწუხებს და მადლობას გადაგიხდით თქვენ ძალიან კარგი მუშაობისთვის. ეს ხალხი და თქვენ საბჭოთა კავშირში რომ ყოფილიყავით, 70 წლის წინ, დაგხვრეტდნენ, ვინაიდან მაგ დროს ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი "ხალხის მტრად მოიაზრებოდა". და 500 წლის წინ რომ ყოფილიყავით, ინკვიზიციის პერიოდში, კოცონზე დაგწვავდნენ",- განაცხადა გოცირიძემ. ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)