11:17 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 14:00:35, 1168 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი ლომჯარიას - ხალხს თავი სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ

მინდა ბოლო 5 წლის მანძილზე თქვენს ტრანსფორმაციაზე ვისაუბრო, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა სახალხო დამცველს, რომელიც პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. 

წილოსანის თქმით, ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პრეფერენციების გამოსახატავად აქცია და ხალხს მიხეილ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრა თავი. 

"კრიტიკა რომ გიხაროდათ და თქვენს მხარდამჭერ უმრავლესობას პატივს სცემდით, ეს არჩევისთვის გამოყენებული ეშმაკური ხერხი იყო თუ ახლაც იგივე აზრზე ხართ? 

"კობახიძე სერიოზულ ფიგურად არ მიმაჩნია"-  თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური  ძალის თავმჯდომარეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ქვეშ აყენებთ? თქვენთვის საკუთარი ხალხის ლეგიტიმაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია, რომელიც ასევე აქვს ჩვენ გუნდს და კობახიძეს. 

თქვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პრეფერენციების გამოსახატავად აქციეთ და ხალხს თავი სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ",- განაცხადა წილოსანმა. 

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics