|
2022-10-07 13:35:39, 1290 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე Credit Suisse-ის თემაზე - დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას. კალაძის თქმით, არ არის გამორიცხული, პროცესების უკან იდგეს ვიღაც, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ქველმოქმედი, პატრიოტი, სამშობლოსა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი და მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს. „რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც Credit Suisse იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები. ეს გამოწვეულია პრობლემით, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. შეიძლება ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს თანხების შეყოვნებას, იმისთვის, რომ ზეგავლენა იქონიოს ამ ადამიანზე, თუნდაც დააშანტაჟოს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას. ის არის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სამშობლოსა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, რაც დაამტკიცა კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)