02:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 10:32:55, 1330 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის

ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირის მისიის მიზანი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სომხეთის დახმარება იქნება.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, მისია ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას და სომხეთში ორი თვის განმავლობაში დარჩება, მთავარი მიზანი კი ორ ქვეყანას შორის ნდობის გამყარება იქნება.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი აღიარებენ, რომ ერთგულები არიან გაერო-ს წესდების და „ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის“, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 207, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 79 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამასთან, 6 სექტემბერს, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics