|
2022-10-06 19:01:29, 1092 ნახვა
პოლიტიკა
ხერხეულიძე - დილასთან შედარებით მდგომაროება სტაბილურია, თუმცა დაუყოვნებლივ საჭიროა გაყვანა და მკურნალობა მესამე ქვეყანაში
დილასთან შედარებით ოდნავ დასტაბილურებულია ვითარება, მაგრამ ეს არ გახლავთ ის ვითარება, რომელიც კიდევ ერთხელ ვაამბობ, სიმშვიდის საფუძველი იქნება. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა გაყვანა და მკურნალობა მესამე ქვეყანაში. "დილასთან შედარებით ოდნავ დასტაბილურებულია ვითარება, მაგრამ ეს არ გახლავთ ის ვითარება, რომელიც კიდევ ერთხელ ვაამბობ, სიმშვიდის საფუძველი იქნება. რა თქმა უნდა, მას სჭირდება დაუყოვნებლივი დახმარება იმიტომ რომ ეს ვითარება, რაც ახლა მას სჭირს, იმდენად ცვალებადია და იმდენჯერ იცვლება დღის განმავლობაში, რომ ამან არ შეიძლება კარგი მოიტანოს რამე. ეს არ არის ნუგეშის საფუძველი, მძიმეა ვითარება და კიდევ უფრო მძიმე იქნება ხვალ და ზეგ თუ დახმარების ხელი მას არ გაუწოდეს... შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი. ამასთან, მესამე პრეზიდენტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ მოინახულა. მისივე თქმით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება, ვერ იღებს საკვებსა და მედიკამენტებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)