|
2022-10-06 16:05:34, 828 ნახვა
დავითაშვილი - ეკონომიკის სამინისტრო პერმანენტულად მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე
„ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია კაპიტალის ბაზრის განვითარება. ეკონომიკის სამინისტრო, სხვა საჯარო უწყებებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, პერმანენტულად მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რაც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცვას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, განვითარებული კაპიტალის ბაზარი ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელი კომპონენტია, რაც ხელს უწყობს დანაზოგების ეფექტიან ინვესტირებას, დოლარიზაციის შემცირებას და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერებას. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ SEPA-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, კერძოდ საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)