|
2022-10-06 15:13:34, 965 ნახვა
პოლიტიკა
დაპირისპირება ხარაგაულში - „ქართული ოცნების“ პარტაქტივი ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხა
ხარაგაულის ცენტრში ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებსა და "ქართული ოცნების" პარტაქტივს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევან ხაბეიშვილი, მის წევრებთან ერთად, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან მივიდა და საკრებულოს მაღალჩინოსნისთვის სოციალური შემწეობის გაცემას აპროტესტებდა. ადგილზე შეკრებილი "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები მოითხოვდნენ, რომ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. "ეს კაცი არს საციხო და ჩვეულებრივი ქურდი, კორუმპირებული. რას ეუბნებით იმ 5000 ადამიანს, რომელსაც სოციალური შემწეობა არ აქვს. საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეს უნდა ჰქონდეს? ოთხი ათასი ლარი აქვს ხელფასი და ხალი მშიერია",- განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს. ცნობისთვის, ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძე, რომელსაც 4 000 ლარიანი ხელფასი აქვს, ხარაგაულის უწყებამ სოციალური დახმარება დაუნიშნეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)