|
2015-02-05 20:27:27, 3947 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა რუმინელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში, მინდია ჯანელიძემ მირჩეა დუშას საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინდია ჯანელიძემ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების ეფექტური განხორციელებაა. შეხვედრაზე მინისტრებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერისა“ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში საქართველოს ჩართულობას. მირჩეა დუშამ დადებითად შეაფასა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას, ხოლო თავის მხრივ აქტიურ წვლილს შეიტანს საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)